2023 წლიდან იზრდება პენსია. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აღნიშნული წლევანდელ ბიუჯეტშია გათვალისწინებული.
70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარი იქნება, სხვაგან კი 365 ლარი. 70 წლამდე პირთა პენსია გახდება თითქმის 300 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 70 წლამდე პირთა პენსია გახდება 355 ლარი. ასევე მიმდინარე თვიდან შემცირდა „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი.
საბანკო მომსახურების ხელშეკრულების პირობების შეცვლა პარტია „მოქალაქეების“ ინიციატივას უკავშირდება, რომელმაც საკითხზე მთავრობასთან კონსულტაციები გამართა.
პირველი იანვრიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი 26 %-ია.