2022 წლის ზამთრის ოლიმპიადა დასრულებულია. დღეს პეკინში დახურვის გრანდიოზული საზეიმო ცერემონია გაიმართა. წლევანდელი ოლიმპიური თამაშები ქართველებისთვის ისტორიული აღმოჩნდა. ოლიმპიადაზე რეკორდულად ბევრი, 9 სპორტსმენი მონაწილეობდა. მთავარი რეკორდი კი მოციგურავეების ლუკა ბერულავასა და კარინა საფინას დუეტმა დაამყარა, რომელმაც ტურნირზე მეცხრე ადგილის დაკავება შეძლო, რაც ზამთრის ოლიმპიადებზე ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგია. აქამდე მხოლოდ ორ ქართველს ჰქონდა დაფიქსირებული მეათე ადგილი – ელენე გედევანიშვილს 2006 წელს და მორის ყვითელაშვილს 2022 წელს. პეკინის ზამთრის 2022 წლის ოლიმპიადაზე, ქართველი სპორტსმენების ყველა გამოსვლა და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების პირდაპირი ტელერეპორტაჟები საქართველოს პირველმა არხმა და ტელესკოლამ შემოგთავაზათ.