თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი მერიიდან უკვე საკრებულოშია შესული.
ეს არის შუალედური პროექტი, რომელიც დეპუტატების შენიშვნების შემდეგ ისევ დედაქალაქის მთავრობას დაუბრუნდება. ცესკო-ს ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომის თარიღი ჯერ არ ჩაუნიშნავს, შესაბამისად, წინასწარი ვარიანტის განხილვა მოქმედ საკრებულოს, გადამუშავებული პროექტის დამტკიცება კი დიდი ალბათობით ახალი მოწვევის შემადგენლობას მოუწევს.
2022 წელს თბილისის ბიუჯეტი იზრდება. გაზრდილი დაფინანსება ძირითადად სოციალურ და ჯანდაცვის საკითხებს და ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება.