2022 წლის სპორტული კალენდარი  

2022 წელი სპორტული კუთხით ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველო ისტორიის განმავლობაში პირველად იქნება ევრო-ბასკეტის ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძელი. კონტინენტის პირველობის მორიგ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება საფეხბურთო ეროვნული ნაკრებიც. სპორტის გულშემატკივარი ამ და კიდევ უამრავ სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებას პირველი არხის ეთერში იხილავს.