2022 წლის შუალედური არჩევნები

დილის 8 საათიდან რუსთავსა და ბათუმში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ ბათუმის მეოთხე ოლქში. ეს ოლქი გონიოს, კვარიათსა და აეროპორტის დასახლებას აერთიანებს. არჩევანი ორ, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ კანდიდატს შორის კეთდება. ბათუმში კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლები დარღვევებზე საუბრობენ.

მერაბ წულუკიძე გვეტყვის დეტალებს, ბათუმიდან ის პირდაპირ ეთერში გვიერთდება.