შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია. ორივე ოლქში – რუსთავსა და ბათუმში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ. ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებით, არჩევნებზე მცირე ხარვეზები დაფიქსირდა და საჩივრებიც დაიწერა, თუმცა, მხოლოდ ბათუმის ოლქში, სადაც ხმის მიცემის და დათვლის პროცესი საპილოტე რეჟიმში ელექტრონულად მიმდინარეობდა. საჩივრების განხილვა უკვე დაწყებულია, მიუხედავად ამისა, ცესკო-ში აცხადებენ, რომ დაფიქსირებულ ხარვეზებს არჩევნების შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.