2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა 

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში ჯერ ასახული არ არის.

მთავრობა ეპიდემიოლოგიურ ვითარებას აკვირდება და პარალელურად საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციებს გადის, სწორედ ამის მიხედვით აპირებს ნოემბრის დასაწყისისთვის ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით ხარჯების გაწერას. ბიუჯეტის წინასწარი ვარიანტი უკვე დაიწუნა ოპოზიციამ. ოპონენტები ხელისუფლებას პრიორიტეტების არასწორად გადანაწილებასა და ბიუროკრატიული ხარჯების ზრდაში ადანაშაულებენ და აინტერესებთ, როგორ აპირებს მთავრობა წლევანდელი მინუს 5%-იანი ვარდნის ფონზე მომავალ წელს 5%-იან ეკონომიკურ ზრდას.