2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიას განიხილავენ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. დოკუმენტს ფინანსთა მინისტრი წარადგენს. მომავალი წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში, ასიგნებები 14 მილიარდ  432 მილიონ ლარამდეა გაზრდილი. გათვალისწინებულია  შენიშვნების მნიშვნელოვანი ნაწილიც.

საპარლამენტო ოპოზიცია ისევ ბოიკოტის რეჟიმშია და  2020 წლის ბიუჯეტის კანონპროექტს მხარს არ უჭერს.