2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა იწყება პარლამენტში. მთავარი საფინანსო დოკუმენტის განახლებულ ვარიანტში, პენსიის 20 ლარით მატებაა გათვალისწინებული, როგორც ასაკობრივი, ისე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. ბიუჯეტის პროექტი სოციალურ მიმართულებებზეა ორიენტირებული.