შევაჯამოთ 2018 წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენები.
ამ კუთხით მიმდინარე წელი გამორჩეული და დაძაბული იყო. შეიცვალა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, განახლდა მინისტრთა კაბინეტი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და მაისის შემდეგ ის ისევ მმართველი პარტიის თავმჯდომარეა.
წლის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მოვლენა იყო საპრეზიდენტო არჩევნები. ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტად პირველი ქალი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის არჩევას წინ დაძაბული წინასაარჩევნო კამპანია, პოლიტიკური დაპირისპირება და ორი ტური უძღოდა.
წლის განმავლობაში იყო არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო მხარდამჭერი გზავნილი და მაღალი რანგის სტუმრების ვიზიტი.