საქართველოს პარლამენტი 2017 წლის ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმას აჯამებს.
პარლამენტმა, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული 24 ვალდებულებიდან, 13 სრულად, ხოლო 11 ნაწილობრივ შეასრულა.
გეგმის მიხედვით, მნიშვნელოვან მიღწევებს შორის სახელდება პარლამენტის წევრების ეთიკის კოდექსის ინიცირება და ელექტრონული პეტიციების სისტემის ამოქმედება.
დღევანდელ შეხვედრაზე, საპარლამენტო ღიაობის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმაზეც ისაუბრეს.
ღონისძიებას საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.