2017 წელს საკონსტიტუციო სასამართლოში 420 კონსტიტუციური სარჩელი დარეგისტრირდა
2017 წელს საკონსტიტუციო სასამართლოში 420 კონსტიტუციური სარჩელი და წარდგინება დარეგისტრირდა. ასეთია წლის ანგარიში. აღნიშნული მონაცემი 2016 წელს 158-ს აღწევდა.
2011 წელს ქვეყანაში მხოლოდ 13 კონსტიტუციური სარჩელი იყო დარეგისტრირებული.
მონაცემები საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე, საკონსტიტუციო სასამართლოს ანგარიშში გამოქვეყნდა.