2008 წლის ომის გმირების გახსენება გორში

გორში, დილიდან 2008 წლის ომში დაღუპულ გმირებს იხსენებენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი და ომში დაღუპული ძმები რომელაშვილების მემორიალი.

დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს, ღვთიშობლის საკათედრო ტაძარში, გორისა და ატენის მიტროპოლიტი, ანდრია გადაიხდის.