საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით ცესკო-ს თავმჯდომარესთან შეხვედრა გაიმართა. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ადმინისტრირების საკითხები გააცნეს. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები, საზღვარგარეთ აკრედიტებული საქართველოს ელჩები და გენერალური კონსულები.
საუბარი შეეხო საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის პროცედურებს, არჩევნებზე ტექნოლოგიების გამოყენების უპირატესობებსა და პროექტებს, რომლებსაც ცესკო-ს განცხადებით, ადმინისტრაცია 2024 წლის არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარების მიზნით ახორციელებს.