2006-2015 წლებში საბერძნეთში მედიკამენტებს, სავარაუდოდ, ხელოვნურად გაზრდილ ფასად ყიდულობდნენ - რას ედავება გამოძიება ბერძენ პოლიტიკოსებს
2006-2015 წლებში საბერძნეთის მოსახლეობა მედიკამენტებს, სავარაუდოდ, ხელოვნურად გაზრდილ ფასად ყიდულობდა. საბერძნეთის იუსტიციის სამინისტრო ფარმაცევტული კომპანიის “ნოვარტისის” საქმეს იძიებს. კომპანიას საბერძნეთის საჯარო მოხელეებისთვის და ექიმებისთვის ქრთამის მიცემაში ადანაშაულებენ.
საქმეში ათი ყოფილი მაღალჩინოსანი ფიგურირებს. მათ შორისაა ორი ყოფილი პრემიერი და მოქმედი ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსი.
რას ედავება ბერძენ პოლიტიკოსებს გამოძიება და როგორ პასუხობენ ბრალდებებს ყოფილი მაღალჩინოსნები?
დეტალები ქეთი ჩოხელის სიუჟეტში.