კანონპროექტების პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი ბიუროს სხდომას დღეს წარედგინა. ერთი ძირითადი და 18 გამომდინარე კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტი, საკანონმდებლო ჩარჩოში აქცევს ქორწინების, შვილად აყვანისა და სქესის შეცვლის პროცედურებს, ასევე ზღუდავს ეგრეთწოდებულ ლგბტ პროპაგანდას.
ოპოზიციის განმარტებით, კანონპროექტი მმართველი გუნდის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და მის განხილვაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ საყოველთაო სახალხო განხილვებმა კიდევ ერთხელ აჩვენა საზოგადოების მხრიდან არსებული მხარდაჭერა.