„არა ოკუპაციას, არა ამნისტიას“ – ამ სლოგანით, სამოქალაქო აქტივისტები, 20 ივნისის აქციაზე დაზარალებულების ნაწილი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აქციაზე შეიკრიბებიან. ორგანიზატორები თანამოაზრეებთან ერთად, ამჯერადაც პარლამენტის შენობის წინ, დედაქალაქის მთავარ გამზირზე მივლენ. საპროტესტო გამოსვლის მონაწილეები, ამნისტიის კანონს ეწინააღმდეგებიან. ისინი აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს, მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ, თუმცა შესაბამისი პასუხისმგებლობა არავის არ დაკისრებია.
ორი წელი 20-21 ივნისის მოვლენებიდან