20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილის და კიდევ ორი ბრალდებულის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.
პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გრძელდება. სხდომაზე უკვე მოუსმინეს ექსპერტს, რომელმაც დაადასტურა, რომ ზურაბ ბუდაღაშვილი ფსიქიკურად შერაცხადია. ასევე დაიკითხება სამი პოლიციელი.
ადვოკატის განმარტებით, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მოწმეები დაკავებულების ბრალეულობაზე ვერ საუბრობენ.