თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ბრალდებული ოთხი პირის, მორის მაჩალიკაშვილის, ბეჟან ლორთქიფანიძის, ილია მემანიშვილის და გოგი ქურდოვანიძის პროცესიც გაიმართა.
პროცესზე მხარეებს შესავალი სიტყვა უნდა წარმოეთქვათ, თუმცა საკუთარი პიზიციის დაფიქსირება მხოლოდ დაცვის მხარის ნაწილმა მოასწრო. მიზეზი, პროკურორის შუამდგომლობა გახდა, რომელმაც სხდომის გადადება პარარელურად ჩანიშნული სხვა პროცესის გამო მოითხოვა.
მოსამართლემ პროცესი 15 ოქტრომბრისთვის გადადო. რაც შეეხება მხარეთა პოზიციებს, დაცვის მხარე აცხადეს, რომ საქმეში ბრალდებულ პირთა წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებიბს, ბრალდების მხარეს კი საპირისპირო პოზიცია აქვს და მიიჩნევს, რომ საქმე მტკიცებუკებათა ერთობლიობით არის გამყარებული.