20-21 ივნისის საქმე

20-21 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილის და კიდევ ორი ბრალდებულის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში.

პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაკითხეს. ასევე მოუსმინეს ექსპერტს, რომელმაც ზურაბ ბუდაღაშვილის ფსიქიკურ შერაცხადობაზე ილაპარაკა.  პროცესზე სამი პოლიციელი დაიკითხა. ადვოკატის განმარტებით პროკურატურის მიერ წარდგენილი მოწმეები დაკავებულების ბრალეულობაზე ვერ საუბრობენ. ბრალდების მხარის, განცხადებით მოწმეებმა საქმისთვის მნიშვნელოვან დეტალებზე ისაუბრეს. ზურაბ ბუდაღაშვილის ოჯახის წევრების განცხადებით, დაკავებული სამაარტოო საკნიდან სხვა სამარტოო საკანში გადაიყვანეს. მათი განცხადებით, ეს ქმედება შეურაცხმყოფელი და დამცინავია.