20-21 ივნისის აქციის საქმე

20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით დაკავებულ 4 პირს, ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. მათ გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. შინაგან საქმეთა სამინიტრომ ვიდეომასალა წარადგინა, სადაც დაკავებულების იდენტიფიცირება ხდება. უწყების ინფორმაციით, დაკავებულები პოლიციის მიმართ აგრესიით გამოირჩეოდნენ, მათი მხრიდან იყო ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტები.