თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.
ბრალდებულების ადვოკატებმა დღეს მოწმის სახით შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის გიორგი გახარიას, მისი მოადგილის ნათია მეზვრიშვილის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის ანზორ ჩუბუნიძის, შს მინისტრის მოადგილეების ნინო ჯავახაძისა და კახა საბანაძის დაკითხვის შუამდგომლობა დააყენეს. თუმცა მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. უფლებადამცველები აცხადებდნენ, რომ ეს პირები მიმდინარე საქმეში მთავარი ფიგურანტები არიან. ადვოკატების თქმით, თვითონ გიორგი გახარია ამბობს, რომ ის პასუხისმგებელია 20-21 ივნისის მიმდინარე მოვლენებზე და ის პროკურატურაშიც იმყოფებოდა. რაც შეეხება სახელმწიფო ბრალდებას, პროკურორების განმარტებით, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობაში დასახელებული პირები სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეები არ არიან და მათი დაკითხვა საქმესთან კავშირში არ არის. მოსამართლის გადაწყვეყილებას სხდომაზე პროტესტი მოყვა. დამსწრეთა ნაწილმა დარბაზი შეძახილებით დატოვა.
სასამართლო სხდომა დღესაც აქციის ფონზე ჩატარდა.