2 აპრილს მსოფლიო აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღეს აღნიშნავს

2 აპრილს მსოფლიო აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღეს აღნიშნავს.

2013 წლიდან საქართველოს განათლების სამინისტრომ სპეციალური პროგრამა დანერგა, რომლის ფარგლებშიც, საჭიროების შემთხვევაში სკოლაში ინტეგრირებული კლასი იხსნება, სადაც აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე მოსწავლეები სწავლობენ.

ინკლუზიური განათლების მიზანია, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სრულფასოვანი ინტეგრაცია საგანმანათლებლო სივრცეში, ამავდროულად სოლიდარული საზოგადოების განვითარება, რომელსაც ბავშვობიდან ექნება უნარი მიიღოს განსხვავებული ადამიანი.

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს რამდენიმე საჯარო სკოლაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.