ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების ვიზიტი და გზავნილები პოლიტიკურ სპექტრში შეფასებების თემაა. ევროპის საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლები გუშინ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფებოდნენ და პროტესტის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს.
გამოსვლისას გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სადავო კანონი უნდა „შეჩერდეს“. მსგავსი იყო დანარჩენი ევროპელი პოლიტიკოსების პოზიციაც. ოპოზიცია ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების განცხადებებს იწონებს. მმართველი პარტია კი ამბობს, რომ მსგავსი მოწოდებებით საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა ხდება.