მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა „გმირთა მოედანზე“ გადაინაცვლეს, ორგანიზატორებისგან გაისმა მოწოდება, რომ მომიტინგეთა ნაწილი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან მისულიყო და მოთხოვნების გასახმოვანებლად, პირდაპირი ეთერი მოეთხოვათ. როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განუცხადა, ხელისუფლებასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აძლევდნენ ორ საათს აქციის დროს დაკავებული პირების გასათავისუფლებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, უკიდურესი ზომების გამოყენება დააანონსეს.