ჰაერის მტვრით დაბინძურების მაჩვენებელი საგანგაშო ნიშნულზეა.
კვლევა თბილისს და რამდენიმე რეგიონს მოიცავს. მონიტორინგმა აჩვენა, რომ დედაქალაქში და რამდენიმე რეგიონში მტვრის შემცველობა მკვეთრად არის გაზრდილი. ექიმები ჯანმრთელობისთვის საშიში ნაწილაკების კონცენტრაციის მატებით მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ და რისკ-ჯგუფებს აფრთხილებენ. მტვრის შემცველობის ზრდას და ეკოლოგიური მდგომარეობის დამძიმების გლობალურ დათბობას უკავშირებენ.
თამუნა ნადარეიშვილი არკვევდა, როდემდე გაგრძელდება ჰაერში მავნე ნაწილაკების მაღალი კონცენტრაცია.