მმართველი გუნდი ოპონენტებს პროცესების რადიკალიზაციაში ადანაშაულებს.
ხელისუფლება აქციების ორგანიზატორად რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად „ნაციონალურ მოძრაობასაც“ აცხადებს. სწორედ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ნაწილად მიიჩნევს „ქართული ოცნება“ მესამე სექტორის ცალკეულ წარმომადგენლებს. ხელისუფლება კანონპროექტის გარშემო საპარლამენტო განხილვების გაგრძელებას გეგმავს და ამტკიცებს, რომ სამდღიანმა პროტესტმა და პროტესტის ფორმებმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის მიღების აუცილებლობა დაადასტურა. მმართველი პარტია აქციის მონაწილეთა ცალკეული ჯგუფების ძალადობრივ ქმედებებზე მიუთითებს და ამ ქმედებების მიღმა ოპოზიციის ნაწილისგან მიღებულ პოლიტიკურ ინსტრუქციებს ხედავს. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ცალკეული მედია საშუალებების მიმართ გამოვლენილ აგრესიასა და ძალადობაზე. სამართალდამცავების მხრიდან გამოვლენილ არაპროპორციულ ძალაზე და პოლიციის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაზე საუბრობს ოპოზიცია.