წერეთლის გამზირზე კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა – საკითხზე თბილისის მერმა ისაუბრა. კახა კალაძის ინფორმაციით, სრულად მოწესრიგდა როგორც მიწის ზედა, ასევე მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა. მოეწყო საავტობუსე ზოლები, განახლდა ტროტუარები და დამონტაჟდა გარე განათების ახალი სისტემა.