„ხალხის ძალამ“ მმართველობითი რგოლი დაამტკიცა. პარტიის გენერალური მდივანი – დიმიტრი ხუნდაძე, აღმასრულებელი მდივანი – გურამ მაჭარაშვილი, პოლიტიკური მდივანი – მიხეილ ყაველაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი – ეკა სეფაშვილი, რეგიონული მდივანი ვიქტორ ჯაფარიძე იქნება.
მთავარი კომიტეტის სხდომაზე განიხილეს პარტიის სამოქმედო გეგმა და სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხები, მათ შორის, პარტიის რეგიონული სტრუქტურის ჩამოყალიბება და რეგიონებში ლიდერების შეხვედრები პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებთან.