„ქართული ოცნების“ დელეგაციის ჩინეთში ვიზიტი

ჩინეთში „ქართული ოცნების“ ლიდერების ვიზიტი გრძელდება. ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით დელეგაციის წევრები შანხაის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ, „ქართული ოცნების“ დელეგაციის პატივსაცემად, ოფიციალური ვახშამი გაიმართა. საბჭოში გამართულ შეხვედრამდე კი დელეგაცია იმყოფებოდა „შანხაის განვითარების საგამოფენო ცენტრში“, სადაც შანხაის განვითარების ეკონომიკურ გეგმას გაეცნო.