„1921-1924“ - სპექტაკლის პრემიერა

თეატრალურ სცენაზე გადატანილი ამბები საქართველოს ისტორიიდან.

ქვეყნის გასაბჭოების და ოკუპაციის მძიმე წლებს აღწერს სპექტაკლი, რომელსაც ლევან წულაძე დგამს. თეატრ-სახელოსნო „42“ საუკუნის წინანდელ მძიმე რეალობას და დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს.

„1921-1924“ – ლევან წულაძის საავტორო პროექტია – რეჟისორი თავად არის ტექსტის, რეჟისურისა და სცენოგრაფიის ავტორი.

სპექტაკლის პრემიერა თეატრ სახელოსნოში 10 ივლისს გაიმართება.