პარტია „ლელოს“ თავმჯდომარე სტუდენტებს შეხვდა. ისაუბრეს ანაზღაურებად სტაჟირებასთან დაკავშირებით „ლელოს“ ინიციატივაზე. მამუკა ხაზარაძის თქმით, მათ უნდა მიეცეთ კერძო და საჯარო დაწესებულებაში ექვსთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების საშუალება. დისკუსია მზიურის პარკში გაიმართა.