მე-19 საუკუნის მელოდიები მუსიკალური კარადიდან

მექანიკური მუსიკალური კარადა, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს.

უნიკალურ საკრავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში თევდორაძეების ოჯახი ფლობს. მათი ინფორმაციით, ის მე-18 საუკუნეში საფრანგეთში უნდა იყოს დამზადებული.

მექანიზმი დღემდე მუშაობს და ასწლოვან ფრანგულ და ქართულ მელოდიებს უკრავს. უნიკალური ნივთის დასათვალიერებლად და მოსასმენად თევდორაძეებს ბევრი ადამიანი სტუმრობს. მათ შორის იყო მოამბის გადამღები ჯგუფიც.