ანგოლის დედაქალაქში მსოფლიო საპარლამენტო კავშირის 147-ე ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი გრძელდება. დღის განმავლობაში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები აფრიკის კონტინენტის ქვეყნებთან. მთავარი თემა საქართველოს ოკუპაცია და არაღიარების პოლიტიკაა. შალვა პაპუაშვილი კოლეგებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე დეტალურ ინფორმაციას აცნობს და მათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აქტიური მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
ლუანდაში დღესვე მოხდება კავშირის ახალი პრეზიდენტის არჩევაც. კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს ქართული დელეგაციაც.
თეონა მანაგაძე აშუქებს ვიზიტს.