მუნიციპალიტეტების განვითარების პროგრამა

თელავსა და ქუთაისში ისტორიული უბნების რეაბილიტაციის პროცესი იწყება.

სამუშაოები იმ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა, რომელიც ქალაქების და კურორტების განვითარებას გულისხმობს. ორივე ქალაქში უკვე შერჩეულია ის ისტორიული და ტურისტულად მიმზიდველი ადგილები, რომლებიც სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ ავთენტური სახით აღდგება. რამდენიმე ეტაპად დაყოფილი პროგრამა რეკრეაციული სივრცეების მოწყობას და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასაც ითვალისწინებს. მსგავსი სამუშაოები ქვეყნის მასშტაბით 11 მუნიციპალიტეტში უნდა ჩატარდეს.