18 ნოემბერს, 2017 წლის Fest I Nova-ს შემაჯამებელი გამოფენა გაიხსნება
18 ნოემბერს, 2017 წლის Fest I Nova-ს შემაჯამებელი გამოფენა გაიხსნება. ამ ექსპოზიციით საზეიმოდ დასრულდება ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების მე-9 საერთაშორისო ფესტივალი, სახელწოდებით „კომუნიკაციის ელემენტები“.
წლევანდელი ფესტივალი, ტრადიციისამებრ, არტ-ვილა გარიყულას შემოქმედებითი რეზიდენციით დაიწყო, რომელიც ექვსი თვე გრძელდებოდა.
არტ-ვილა გარიყულაში სხვადასხვა დროს ცხოვრობდა ფესტივალის ორმოცდაორი მონაწილე, რომელთაც სპეციალურად Fest I Nova-სთვის შექმნეს ნამუშევრები თანამედროვე ხელოვნების თითქმის ყველა ფორმატში.