ამ წუთებში პარლამენტთან ოპოზიცია „ხალხის ძალის“ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტებს აპროტესტებს. აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, „დროასა“ და სხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები არიან შეკრებილი. პერიმეტრს პოლიცია იცავს. „არა რუსულ კანონს!“ – ეს არის აქციის მთავარი გზავნილი. ადგილზე მოწყობილია სტენდი, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები მთავრობის საწინააღმდეგო კარიკატურულ სურათებს აკრავენ.
თათია ტაბეშაძე იმყოფება დილიდან პარლამენტის შენობასთან – რა განცხადებები კეთდება აქციაზე.