კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს არის ქვეყნის გადატრიალების გეგმა, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც იყვნენ ჩართულნი, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები. მისი თქმით, თანხები, რომელიც დღეს გასაჯაროვდა და რომელიც გადახდილია იმისთვის, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო, არის მხოლოდ აისბერგის თავი, რომ ფონი მოემზადებინათ სახელმწიფო გადატრიალებისთვის. გოგა ხაინდრავა ქვეყანაში შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს.