ავტომობილების სკანდალი პარტიის კულუარებიდან გამოსული ამბების მხოლოდ ნაწილია. მელიას სააკაშვილთან დაპირისპირების ახალი დეტალი ლევან ხაბეიშვილმა გაახმოვანა. საკითხი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. თავმჯდომარეობის კანდიდატი ირწმუნება, რომ ნიკა მელიას სააკაშვილისვე დაფუძნებული პარტიიდან მისი დისტანცირება სურდა. მისი თქმით, დაპირისპირებაც სწორედ ამ შემთხვევიდან იღებს სათავეს.
2020 წლის არჩევნები რომ პარტიაში მთავარი გაუგებრობის თარიღი ყოფილა, ნიკა მელიას რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადებაც ადასტურებს. ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ამ არჩევნებზე მის საარჩევნო შტაბს გლდანში ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ანგრევდა. ბაჩო დოლიძე კი ამბობს, რომ მიმდინარე კვირას ხაბეიშვილის მომხრეებმა წყენის მთავარი მიზეზიც არ დამალეს, ის რომ პარტიის თავმჯდომარე „ნაციონალურ მოძრაობაში“ არაფორმალურ მმართველობასა და კეზერაშვილის ოლიგარქობაზე საუბრობდა.