სოფელ კარბის მაცხოვრებლების მოთხოვნა - მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელში კუთვნილ შეღავათებს ვერ იღებენ
დანამატი პენსიებზე და შეღავათი ელექტროენერგიის საფასურზე. მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელი, სადაც მოსახლეობა კუთვნილ სარგებელს ვერ იღებს.
გორის რაიონის სოფელ კარბის მკვიდრნი უკვე 6 თვეა, დახმარებას ითხოვენ. საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლის მოსახლეობა, არსებულ შეღავათებს ვერც მაღალმთიანი სტატუსის მინიჭების შემდეგ იღებს. მერიის პირობა, რომ პრობლემა იანვარში მოგვარდებოდა, ისევ გადავადდა.
ნინო ფისაძის რეპორტაჟი.