17 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყება ყველა მოქალაქეს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სამინისტრო მოქალაქეთა უსაფრთხოებასთან ერთად დაიცავს ყველა პირის გამოხატვის თავისუფლებას.
17 მაისთან დაკავშირებით განცხადება სახალხო დამცველმაც გააკეთა. დაგეგმილი ღონისძიებებისას გამოხატვის თავისუფლების დაცვის ხარისხს ომბუდსმენის ოფისი დააკვირდება.