საქართველო გლობალურ კამპანიას „გაიზომე წნევა – ამას შენთვის გეუბნები“ წელს მეხუთედ შეუერთდა.
ამ დღესთან დაკავშირებით „ექსპო ჯორჯიაში“ უფასო მომსახურება გაეწიათ 40 წლის და ზევით პირებს, რომლებსაც მაღალი არტერიული წნევა აწუხებთ, ან აინტერესებთ, არიან თუ არა ჰიპერტენზიის რისკ-ჯგუფში. წლევანდელი კამპანიის ფაგლებში პროექტმა ერთ სივრცეში 21 კარდიოლოგიური კლინიკა და წამყვანი ექიმები გააერთიანა. ჰიპერტენზიის უფასო გასინჯვა „ექსპო ჯორჯიაში“ ორი დღეა მიმდინარეობს.