ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება. საპარლამენტო ოპოზიციის ის ნაწილი, რომლებიც სამუშაო ჯგუფებში არ მონაწილეობენ, მორიგ შეხვედრას მართავენ. უკვე ერთი საათია, პარტია „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ნაციონალური მოძრაობა“ და დამოუკიდებელი დეპუტატები ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესახებ მსჯელობენ, ასევე იმ ალტერნატიულ კანონპროექტებს განიხილავენ, რომლებსაც საშემოდგომო სესიაზე წარადგენენ.