საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციის მიმართულებით, მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში 96 პროექტი განხორციელდა. პარალელურად, სამუშაოები კიდევ 37 პროექტზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ზღვისუბანში ახალი მილები და საკომუნიკაციო ჭები ეწყობა. მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ადგილზე გაეცნო.