16 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი იწყება

16 სექტემბერს საჯარო და კერძო სკოლებში ახალი სასწავლო წელი იწყება. წელს სულ 55 ათასამდე პირველკლასელია დარეგისტრირებული. ისინი სამინისტროსგან საჩუქრად „ბუქებს“ და იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ რედაქტირებულ ვერსიას მიიღებენ.

განათლების სამინისტრო ახალ სასწავლო წელს ჩატარებული ინფრასტრუქტურული პროექტებით ხვდება. 800-მდე სკოლაში ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.

სრულად რეაბილიტირდა 40-მდე საჯარო სკოლა და აშენდა ხუთი ახალი სკოლა. სამინისტროში ამბობენ, რომ ხვალ თბილისში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ჩამოდის, რომელიც ევროპული სკოლის მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს. ეს იქნება პირველი სკოლა, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარეთ აშენდება ევროკავშირის დახმარებით.

სკოლა ფუნქციონირებას 2023 წელს დაიწყებს.