დღეს „მსოფლიო სურსათის დღე“ აღინიშნება. ამ დღეს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია მთელ მსოფლიოს მოუწოდებს, რომ სწრაფი და ეფექტიანი მოქმედებით, კიდევ უფრო მიუახლოვდეს გაეროს მდგრადი განვითარების მეორე მიზანს – შიმშილის აღმოფხვრას დედამიწაზე და ჯანსაღი საკვების საყოველთაო ხელმისაწვდომობას.
ღონისძიება საქართველოშიც გაიმართა, რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრმა გაეროს წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.
კონფერენციაზე ქართული სამზარეულოს, ტრადიციული კერძების, პროდუქტებისა და მათი მწარმოებლების შესახებ ფოტოგამოფენა იყო წარმოდგენილი.