თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომავალი წლიდან სააბონემენტო სისტემა ამოქმედდება. კახა კალაძის თქმით, მიკროავტობუსების პარკის მთლიანად განახლების შემდეგ, ყველა საზოგადოებრივ ტრანსპორტში იმოქმედებს მგზავრობის ინტეგრირებული ტარიფი. მერის ინფორმაციით, ყვითელი მიკროავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება ახალი, ლურჯი მიკროავტობუსებით.