კახა კალაძე მუხიანში რაგბის სავარჯიშო კომპლექსში არსებულ მდგომარეობას გაეცნო

 

დედაქალის მერი იმ კომპანიას მიმართავს,  რომელმაც მუხიანში მდებარე რაგბის მოედნის მშენებლობა უზრუნველყო.

კახა კალაძე დღეს ადგილზე იმყოფებოდა და ვითარებას თავად გაეცნო. მისი თქმით, კოპანია ვალდებულია იზრუნოს  დაზიანებულ მოედანზე. მან შესაბამისი დავალება უკვე მისცა მერიის თანამშრომლებს, რომ კომპანიის წარმომადგენლებთან კონტრაქტის დეტალები გაირკვეს.

კახი კალაძის შეფასებით, მაისში გახსნილი კომპლექსი უკვე სარეაბილიტაციოა და მოედანზე ბავშვების ვარჯიში დაუშვებელია. მერის თქმით, კომპანია ,საბა კონსთრაქშენს“ ხარვეზების დროულად გამოსწორება დაევალება.

აღნიშნულს უპასუხეს კომპანიის წარმომადგენლებმა.