დემოკრატიის გამოწვევები - პრეზიდენტის მთავარი გზავნილები

საგარეო საფრთხეები და ოკუპაციასთან  დაკავშირებული გამოწვევები, დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა იმ პრობლემების შესახებაც ისაუბრა, რაც დემოკრატიას – როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში აყენებს დარტყმას, აქცენტი გაკეთდა პოლარიზაციაზე, ყალბი ინფორმაციის გავრცელებასა და სიძულვილის ენის გამოყენებაზე.

პრეზიდენტის შეფასებით, მოცემულობა არა მხოლოდ აღვივებს შიდა დაპირისპირებას, არამედ არყევს საჯარო ინსტიტუტებსა და დემოკრატიულ პროცესს, მათ შორის, დემოკრატიის ორი საყრდენის: არჩევნებისა და მედიასაშუალებების მიმართ ნდობას. სალომე ზურაბიშვილი მზად არის, საზოგადოების ჩართულობით დაიწყოს ინკლუზიური პროცესი.

ვინ როგორ გაიგო პრეზიდენტის ინიციატივა – პოლიტიკური პარტიების პოზიციები თამარ წიკლაურმა მოისმინა.