აშშ-ის თავდაცვის მდივნის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი საქართველოში ჩამოვა. ლოიდ ოსტინის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენელი. საქართველოს თავდაცვის უწყება ხაზს უსვამს ვიზიტის მნიშვნელობას.

უწყების ინფორმაციით, მისი თბილისში ჩამოსვლა აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცესა და თანამშრომლობის მაღალ დონესა და ძლიერ პარტნიორობას ადასტურებს. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი მომავალ კვირაში ევროპაში მიემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში, ლოიდ ოსტინი საქართველოს, უკრაინასა და რუმინეთს ეწვევა, შეხვედრებს კი ბრიუსელში თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობით დაასრულებს.